აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს

1
წაკითხვა
IMG.GE

აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს,  მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა.

ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) მიმართეს.

მათი პრეტენზია ნათი კაპანაძისადმი ტელევიზიის რეიტინგს, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობას და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვას უკავშირდებოდა.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები