აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის უხეში მოქცევა თანამშრომლებთან – კადრები თათბირიდან

3
წაკითხვა
IMG.GE

ეს არის კადრები თათბირიდან, რომელიც 2019 წლის 15 აპრილს, აჭარის ტელევიზიის მაშინდელმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ ოპერატორებთან ჩაატარა. ვიდეომასალაში, რომელიც თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა და მოგვიანებით MULTIMEDIA.GE-ს მიაწოდეს ჩანს, თუ როგორ იქცევა ის თანამშრომლებთან, ვიდეოში ხმა არ ისმის, თუმცა ჩანს, რომ ნათია კაპანაძე გაღიზიანებულია და გასვლისას, კარებში შემოსულ თანამშრომელს ხელით ეხება.

აჭარის ტელევიზიის ოპერატორები 19 აპრილს გაიფიცნენ, ისინი ამბობდნენ, რომ მემონტაჟის ფუნქციასაც ასრულებდნენ, თუმცა დამატებით ანაზღაურებას არ იღებდნენ.

გარდა ამისა, მრჩეველთა საბჭოს წევრები დირექტორს დაბალი რეიტინგის გამოც ედავებოდნენ. ნათია კაპანაძეს უკავშირებენ არხზე ტელესპექტაკლებისა და დოკუმენტური ფილმების წარმოების შეჩერებასაც.

საბოლოოდ, მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის საფუძველზე კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს, რაც საზოგადოების ცალკეულმა ნაწილმა ის “ქართული ოცნების” ინტერესებს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას დაუკავშირა

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები