უმცროსი თაობა უფრო ახლოს დგას ღმერთთან, ზუსტად იმ პირსინგებით და სვირინგებით, ვიდრე ის ,,მორწმუნეები” – პეტრე კოლხი

გაზიარება

ფარისევლური სულიერება რომ გახდა ქვეყნის იდეოლოგია, იმიტომ მძიმდება დღითიდღე მდგომარეობა”- წერს სოციალურ ქსელში პეტრე კვარაცხელია.

“ყალბი ღიმილი, შეკრული თმები, დაზეპირებული ფრაზები, ვითომ ქადაგება, სინამდვილეში ბოდვები… ამან დააბნელა და დაყო ქართული საზოგადოება…

დროა გამოფხიზლების… უფროს თაობას ჯერ კიდევ აქვს შანსი მიხვდეს სინამდვილეს, თორემ უმცროსი თაობა უფრო ახლოს დგას ღმერთთან.

ზუსტად იმ დრედებით, პირსინგებით და სვირინგებით, ვიდრე ის ,,მორწმუნეები”, შუბლწაკრული, სანთლით ხელში, შეწუხებული სახით, ისე გიყურებენ, უფლება რომ მისცე, დაგბრდღვნიან! აი, ეს არის ჩემი მთავარი პრინციპი, რასაც არასდროს დავთმობ… არ შევეგუები ამ მარაზმ სიყალბეს”- წერს პეტრე კვარაცხელია.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *