დაიწყებენ ახლა იმ როენას აქეთ იქით თრევას ტელეარხებზე, ალბათ აქუბარდიასთანაც მოხვდება, ის ჰკითხავს.. – დავით კალანდია

IMG.GE

დავით კალანდია – პუბლიცისტი


“დაიწყებენ ახლა იმ როენას აქეთ იქით თრევას ტელეარხებზე.
ალბათ აქუბარდიასთანაც მოხვდება, ის ჰკითხავს: 

შენ, როენა, ნასწავლი ქალი ხარ, ბევრი რამ გინახავს ცხოვრებაში, და მითხარი ერთი, რას ფიქრობ, ნაპოლეონი იყო მართალი, თუ კუტუზოვი?

როენაც ალბათ უპასუხებს:
კუტუზოვები და ჭუჭუზოვები ბევრი მინახავს მე, პროფესია მაქვს ასეთი, სათუთი და სპეციფიური, მაგრამ ნაპოლეონი რო იყო, აი, ამ სტუდიაში ვერ შემოიტანდა თავის…

-ხო, ახლა რეკლამაზე გავიდეთ, რეკლამა ხომ ვაჭრობის მამოძრავებელი ძალაა…
-ხო, მამოძრავებელზეც მერე რაღაცა გამახსენდა და მოგიყვები…
და ა.შ.

“რუთავი2”, ჩემი საყვარელი ტელევიზია, რომელსაც სულ ვუყურებ, თანაც გადახვევებით, თავის ნიშანდობლივ გადაცემაში “პოსტსკრიპტუმი” (იცით ყველამ ეს გადაცემა) მოიწვევს როენას… (ისე, რა ლამაზი სახელია, მეორე სახელად ხომ არ ავიღო? დავით – როენა! ხომ ჟღერს? ჟღერს!), მოიწვევს როენას.

ანონსი იქნება (ალბათ) ასეთი:

-რა ბრალი წაუყენეს საქართველოს მამიდას? ვისი ინტიმური ჩანაწერების სანაცვლოდ გამოვიდა გარეთ სრულიად როენა? როგორ დაფრთხა მთაწმინდის ბიზნეს-გარემო! პირდაპირი ჩართვა ჰოლანდიიდან! ყველაფერი ეს ჩვენ გადაცემაში.

ახლა კი ეთერში ბატონი ნიკა გვარამიაა, თავის გაწვრთნილ ქათმებთან ერთად. მაესტრო, ტუში!

“ტელეიმედი” გვანახებს დოკუმენტურ ფილმს ჯეკი-მფატრავის რთული და ამბივალენტური ცხოვრებიდან, ტელეკომპანია “პულსი” გვასწავლის და გვანახებს კონტრაცეპტივების მოხმარება – გაკეთებას (დღესაც არ ვიცი სად და როგორ), “პირველი არხი”, ფრთხილ და ნეიტრალურ ფერებში მოგვიყვება უძველესი პროფესიის ისტორიას “ჰეტერადან – სასტუმრო “კოლხეთამდე”, ტევე-პირველი დიდ სტუდიაში შეკრებს ყველაფერს, რაც კი მოძრაობს, “ერთსულოვნება” კი ჩვეულ რეჟიმში დაგმობს!

და მხოლოდ “სამეფო არხის” ორი უმწეო წამყვანი, უხმოდ, რამოდენიმე წუთის განმავლობაში, მრავალჯერადი პირჯვარის პროცედურით დაკავდებიან, რათა განიწმინდონ ცოდვილი აზრებისაგან. და ბარემ ჩვენც გაგვწმინდონ. 
მაგრამ ჩვენ რა გაგვწმენდს?..

დედალსგეფიცებით, როენას არსებობის შესახებ დღემდე არ ვიცოდი.
ახლა კი ვიცი, და რაღაცნაირად შევსებულიც ვარ.”– წერს დავით კალანდია.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები