რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ამაზრზენი და შეურაცხმყოფელია ზუგდიდელებისთვის

23
წაკითხვა
IMG.GE

„რაც ზუგდიდში მოხდა, არის ამაზრზენი და უტიფარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის.”- ამის შესახებ ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო  შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და აქ მცხოვრები ადამიანების შეურაცხყოფას ჩამოყვანილი ხალხით. საარჩევნო პროცესის წარმოება ყველას თავისუფლად და მშვიდად შეუძლია.

მათ შეუძლიათ, მიმართონ პოლიციასაც, საკრებულოსაც, გამგეობასაც, საოლქო კომისიასაც. ამაში ხელს არავინ უშლით. მათი პრობლემა ის არის, რომ ყველა ასეთი ფაქტიდან უნდათ, გამოიყვანონ პროვოკაცია და შექმნან უაზრო აურზაური.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ეს აქ არ გაუვა. ამ ქალაქის შეურაცხყოფა არ გაუვა. დაიღალა ეს ქალაქი იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდიდან ქმნის გამოსაცდელ პოლიგონს. ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება 19 მაისს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი ზუგდიდის საკრებულოში მომხდარს პროვოკაციულ ქმედებად აფასებს და ამბობს, რომ ყველა უნდა გაემიჯნოს ძალადობას. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, საკრებულოში წერილის შეტანას ერთი ადამიანი სჭირდებოდა და არა 200 აქტივისტი, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში