პარტნიორთა კრებაზე მაღალი ალბათობით, ნიკა გვარამიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილება

92
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

25 მაისს “რუსთავი2”-ის პარტნიორთა კრება არის დაგეგმილი, რომელიც 9 პროცენტიანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის სარჩელისა და ბრალდებების გამო იმართება.

როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები აღნიშნული კრების შემდეგ და დაატოვებინებენ თუ არა ნიკა გვარამიას დირექტორის პოზიციას? ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე საკუთარ პროგნოზს აკეთებს.

“როგორც შევიტყვე,  25 მაისს, “რუსთავი2”-ის პარტნიორთა კრებაა დაგეგმილი. ცნობილია, რომ ტელეკომპანიის 9 %-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ბრალდებები ნიკა გვარამიას მიერ ფულის გათეთრებას უკავშირდება.

არსებული კანონმდებლობით კი, ეს, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე. ასევე ცნობილია, რომ თუ ასეთ საქმეზე გენდირექტორს დაემუქრა ციხე, დღის წესრიგში დგება კომპანიის მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხიც.

მაღალი ალბათობით, პარტნიორთა კრებაზე ნიკა გვარამიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილება. შესაძლოა, ტელეკომპანიის მფლობელები მას გაემიჯნონ. ანუ დადგება შეკითხვა – განეშორები გვარამიასა? პასუხად, სავარაუდოდ – განვეშორები! და სამჯერ თანდაყოლილი “ფუი ეშმაკს!” 

ექს-პროკურორმა გვარამიამ მშვენივრად იცის თუ რამდენად მძიმეა სასჯელი ფულის გათეთრებაზე თუკი ბრალდება დამტკიცდა.

რატომ ჩაიდინა ეს? მიზეზი მარტივია – ამოცანაა ფინანსებისაგან დაცლილი ტელეკომპანია ადრე თუ გვიან დახვდეს ქიბარ ხალვაშს…
დაველოდოთ ხვალინდელ სავარაუდო ‘განვეშორების’ შეძახილს “ერორის” პარტნიორთა კრებაზე.”- ამბობს გია აბაშიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE