სულ გაგიჟდით? ამ გამწარებულ ბიჭს კიდევ ციხე უნდა?

IMG.GE
IMG.GE

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანი აბესაძე ფეისბუქში ეხმიანება დაწყებულ გამოძიებას, რომელიც სოფელ აღაიანში, დედის მიერ მოკლული ჩვილის მამის წინააღმდეგ დაიწყო და რაც არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუწყია გამოძიება გაუბედურებულ მამაზე, რომელმაც ორიოდე დღის წინ საღსალამათი ჩვილი მიწას მიაბარა, თურმე იძიებენ არასრულწლოვანთან ურთიერთობას თუ რაღაც იდიოტობას, ანუ იმას, რომ ცოლი მოიყვანა და შვილი ეყოლა,  თქვენ საბოლოოდ გამოლენჩდით? რა ეტყობოდა ამ გოგოს რომ ვინმე რამეს აძალებდა, ან ამ ბიჭს შეხედეთ, დალაგებული აზროვნების, მოწესრიგებული ცხოვრების წესით, რას ეძიებით ახლა, ამ გამწარებულ ბავშვს კიდევ უფრო უმწარებთ ცხოვრებას? 21 წლის ასაკში გაუბედურებულ ბიჭს კიდევ საციხოდ იმეტებთ?  მეტი საქმე არ გაქვს შსს? ამ იდიოტ არასამთავრობებს და თავდაუბანელ ფემინისტებს რომ არ აჰყვე და მათ ყველა კაკანზე გამოძიებები არ აწარმოო?   – კანონის გარდა არსებობს ადამიანურიც, რაც ყველა კანონზე მაღლა დგას და ცოტა გონზე მოდით და ის გამოიძიეთ, რაც გამოსაძიებელია წერს ანი აბესაძე.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები