25 მაისს გვარამიას სავარაუდოდ პოსტიდან გააცუგუნდერებენ – გია გაბრიჭიძე

11
წაკითხვა
IMG.GE

გია გაბრიჭიძე – ჟურნალისტი


კუტუ-ზოვი გვარამია.
 25 მაისს 15:00 საათზე, „რუსთავი 2″-ის შენობაში დანიშნულია პარტნიორთა კრება სადაც სავარაუდოდ იურისტ-გენდირექტორ-პოვარ-ჟურნალისტ გვარამიას, თავისი პოსტიდან გააცუგუნდერებენ.

გვარამიას პასუხისმგებლობის საკითხში განსაკუთრებული ადგილი იმ ფინანსურ მაქინაციებს ექნება, რაზეც უამრავჯერ დაწერილა და თქმულა – რამდენიმე მილიონის გათეთრება, ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება და დაგვიანება, საკუთარი და მასთან “დაახლოებული” ხალხის ხელფასების სასწაულად ზრდის ხარჯზე და კიდევ სხვა მრავალი მამაძაღლობა.

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ გვარამიამ ეს ძლიერი ტელეკომპანია თავისი ბელადის მანიაკალური იდეების მთავარ პროპაგანდისტულ მანქანად აქცია და მთელს საქართველოს დაუპირისპირდა.

ტიპმა ძალიან კარგად იცოდა რომ სტრასბურგის სასამართლო საბოლოოდ ამ ტელეკომპანიას თავის კანონიერ მფლობელს მიაკუთვნებდა და ამიტომ გადაწყვიტა ფინანსურად გაენადგურებინა.

მოკლედ რომ ვთქვა, გვარამიამ კუტუზოვობა გადაწყვიტა და მოსკოვის არ იყოს, რუსთავი 2-ის “გადაწვა” სცადა.
არადა “ზოვობის” რა გითხრათ, მაგრამ “კუტა” რომ იყო, ეს კარგა ხანია ვიცოდით”-
წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში. 

ამავე თემაზე:

პარტნიორთა კრებაზე მაღალი ალბათობით, ნიკა გვარამიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილება

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში