თვითონ ბიძინა აღარ არსებობს, მიშა მაინც ყველაზე მაგარია – გია ხუხაშვილი

IMG.GE
IMG.GE

გია ხუხაშვილი


ბიძინას პოლიტიკური იდენტურობის დისოციაციური აშლილობა. მას სურდა გაეფილტრა საქართველოს უახლესი ისტორია…შეეთავსებინა ყველაფერი კარგი წინა ლიდერებისგან – ზვიადის ემოციური ბმა საქართველოსთან, შევარდნაძის ბალანსირების უნარები, სააკაშვილის ინსტიტუციური მშენებლობის დინამიკა და მოეშორებინა მათი სისუსტეები. კომპეტენცია არ ეყო და მთლიანად შეისრუტა, თავისი პლიუს-მინუსებით.

ახლა მასში სამივე ცხოვრობს და ეს არის მისი რეალური რაობა. ზვიადი, ედუარდი და მიშა.  ერთი რამეა უცვლელი, რაც სამივეს აერთიანებს – ძალაუფლება.

თვითონ ბიძინა აღარ არსებობს.  ხან მიშა იღვიძებს და მურუსიძეს ლობირებს, ხან შევარდნაძე ალაგებს და აბალანსებს შიდა თუ გარე ინტერეს-ჯგუფებს და ხან ზვიადი თავისუფლების სურნელს გვასუნთქებს.

ყველა ეს ქმედება სუროგატული, ფსევდო-შედეგის მომტანია. უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთის ნამოქმედარს ანგრევენ. მიშა მაინც ყველაზე მაგარია! ის კი არა, ჰოლანდიაში რომ ცხოვრობს. ის, ბიძინას ქვეცნობიერში რომ ჩაიბუდა…

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები