დეზინფორმაციაა, თითქოს უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაზე მუშაობს

20
წაკითხვა
IMG.GE

რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ, მათ შორის “რუსთავი2”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხზე მუშაობს, თუმცა აღმოჩნდა რომ აღნიშნული ინფორმაცია ზელენსკის ყალბ გვერდზე გავრცელდა, რაც ქართული მედიის ნაწილმა გაავრცელა, როგორც ნამდვილი ამბავი. ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს და ავრცელებს ფოტოვერსიებს იმ გვერდისა, რომელზეც გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია.

“გაცნობებთ, რომ “ერორის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ “ტვიტერში” დაწერა, რომ “მუშაობს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უკანონო ბრძანების გაუქმებაზე“ არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად, “ერორის” ინფორმაცია ეყრდნობა ზელენსკის არაავთენტურ, არაოფიციალურ გვერდს (ფოტოზე მწვანე ფერში და 3549 მიმდევარი). “ერორის” ამ მორიგ დეზინფორმაციას ნებსით თუ უნებლიედ აჰყვა ქართული მედია-საშუალებების ნაწილი.

რით ვამტკიცებ ამას?

1. იმისათვის, რომ გაიგოთ “ტვიტერზე” არსებული გვერდი ნამდვილად ეკუთვნის თუ არა მის მფლობელს [საჯარო და ცნობილ პერსონებზე მაქვს აქცენტი] უნდა დააკვირდეთ გვერდის ფერს ფოტოს ქვეშ. თუ ცისფერია – ავთენტურია, ოფიციალურია. სხვა ფერი კი ფეიკია, არავერიფიცირებულია და ა.შ. [The blue verified badge on Twitter lets people know that an account of public interest is authentic].

2. უკრაინის პრეზიდენტს “ტვიტერში” არსებულ ოფიციალურ გვერდს ჰყავს 11.700-ზე მეტი მიმდევარი. იმ არაოფიციალურს კი – 3549. (იხილეთ თანდართული ფოტოები). ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრციის ოფიციალური გვერდია https://twitter.com/TheBankova

3. ზელენსკის იმ ვითომდა “ოფიციალური” “ტვიტერის” ინფორმაცია სააკაშვილის მოქალაქეობის აღდგენაზე არცერთ უკრაინულ და რუსულ მედია-საშუალებას არ გაუნიუსებია.

კომენტარ-შეფასებას “რუსთავი2″-ს ამ კონკრეტული ამბის გავრცელებაზე აღარ დავწერ, ისედაც იცით ჩემი დამოკიდებულება ფეიკნიუსერებისადმი”– წერს გია აბაშიძე ფეისბუქში.


დაბლა ნაჩვენებ ფოტოებზე  წარმოდგენილია პრეზიდენტის პირადი და ოფიციალური გვერდები


IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში