ტელეკომპანია “იბერია”-ს განცხადება ბიძინა ივანიშვილის მიწვევაზე

62
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ტელეკომპანია იბერია”-ს წარმომადგენელი  პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიწვევით დაგეგმილ ინტერვიუზე არ მივა. ამის შესახებ არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ტელეკომპანია “იბერია” დახურულია და შესაბამისად ვერ მიიღებს მონაწილეობას ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ პრესკონფერენციაში. 
“იბერიას” შეკითხვებს ხელისუფლების მხრიდან პასუხი ვერ გაეცა 2 თვის განმავლობაში და სამწუხაროდ, არც ახლა ველოდებით ნათელ განმარტებებს.”– ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახტანგ ხუზმიაშვილი აცხადებს, რომ ის აპირებს ამ ინტერვიუზე მისვლას, როგორც რიგითი ჟურნალისტი.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE