“რუსთავი2”- ის დამფუძნებლები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

1
წაკითხვა
IMG.GE

“რუსთავი2”-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რამდენიმე დღეში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. დავით დვალის თქმით,  ორ კვირაში ხანდაზმულობის ვადა გასდის  სარჩელს, რომლის მიხედვით ისინი წართმეული “რუსთავი2”-ის დაბრუნებას ითხოვენ, რაც ნიშნავს იმას, რომ იკარგება შანსი, დამფუნებლემა დაიბრუნონ ტელევიზია.

“ზუსტად 25 წლის წინ “რუსთავი 2” პირველად გავიდა ეთერში. მეოთხედი საუკუნეა, რაც რუსთავი 2 მა შეუქცევადად შეცვალა მედიასივრცე და მთლიანად ქვეყანაც.

უკვე 15 წელია რაც ჩემთვის ეს დღე იქცა სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის და უსამართლობის სიმბოლოდ. 7 წელი სრულდება რაც სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოსული ხელისუფლება ყველა ხერხით ცდილობს ხელი შეგვიშალოს სამართლის ძიებაში. არ ემეტება რუსთავი 2 დამფუძნებლებისვის..

რაღაც ორ კვირაში 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის. ეს ნიშნავს რომ ჩვენ, რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს, საბოლოოდ გვეკარგება შანსი სამართლებლივი გზით ვიბრძოლოთ 2004 წელს სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ. საბოლოოდ და სამუდამოდ!

ამ დღეებში ჩვენ საგანგებო მიმართვას გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მანამდე კი გილოცავთ ვისთვისაც ეს დღე და ეს ტელევიზია ძვირფასია.”– ამბობს დავით დვალი.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები