გულწრფელად მეცინება, ტელეწამყვანი კვესიტაძე გამალებით და მგზნებარედ მოუწოდებს ხალხს – ირმა ინაშვილი

38
წაკითხვა
IMG.GE

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, და “პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“გულწრფელად მეცინება, ტელეწამყვანი კვესიტაძე გამალებით და მგზნებარედ მოუწოდებს ხალხს, არ შემოურთდნენ პატრიოტთა ალიანსის აქციას 15 ივნისს, 4 საათზე, თავისუფლების მოედანზე 

ვინმემ გადასცეს, რომ გაცილებით ბევრნი ვიქნებით, ვიდრე წარმოუდგენია. დავით გარეჯსაც დავიცავთ, სააკაშვილ-ბოკერიებსაც გავასამართლებთ, მალე მოვა ეს დრო.

“ოცნების” ის მოღალატე, გამყიდველი წევრებიც აგებენ პასუხს, რომლებიც კოჰაბიტაციას უწევდნენ ლობირებას, სიღარიბესაც დავძლევთ, ქვეყნასაც გავაერთიანებთ და სამუდამოდ დავასრულებთ ქართველი ხალხის ღალატს: მიწების ჩაბარება-გაყიდვას, ქვეყნის ინტერესების დათმობას.

ახალი თაობის განადგურებას, ნარკოტიკის უკონტროლო და თავისუფალი ბრუნვის შედეგად… ბევრი საქმეა წინ და შემოგვიერთდით, ვინც ისე ფიქრობთ, როგორც ჩვენ! 15 ივნისს, 4 საათზე, ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე”– წერს ირმა ინაშვილი.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში