საქართველოს ნაკრები დანიასთან 1:5 დამარცხდა

IMG.GE
IMG.GE

საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, დანიის ნაკრებთან სტუმრად 1:5 დამარცხდა. “თელია პარკენზე” გამართული შეხვედრა მასპინძელთა ნაკრებია სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ნაკრების ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ გაიტანა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმერ ვაისმა აღნიშნა, რომ მატჩი ბევრად ძლიერი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

“დანია იყო უკეთესი ნაკრები, თუმცა ამ შედეგზე გავლენა მსაჯის გადაწყვეტილებებმაც იქონია.

ჩვენ შევძელით ანგარიშის გათანაბრება, რასაც მსაჯის მიერ შეცდომით დანიშნული თერთმეტმეტრიანი და არაერთი შეცდომა მოჰყვა.

ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ დღეს დანია ჩვენზე ბევრად უკეთესი მეტოქეა  და სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს, განსაკუთრებით ფიზიკური მომზადების კუთხით”. – განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები