მოგების არქონის გამო “მაგთიფიქსი” უქმდება

IMG.GE
IMG.GE

კომპანია “მაგთიკომი” მაგთიფიქსის მომსახურებას აუქმებს, რამაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა შესაძლოა სატელეფონო კავშირის გარეშე დატოვოს.

როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლიცენზიის გაგრძელების შეთავაზების მიუხედავად, მაგთიკომი უარს ამბობს მაგთიფიქსის სერვისის მომსახურებაზე და მიზეზად ასახელებს იმას, რომ აღნიშნული სერვისი არამომგებიანია.

“კომისიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სატელეფონო მომსახურებებზე შეუზღუდავი წვდომა, სწორედ ამიტომ შევთავაზეთ კომპანია „მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობის გათვალისწინებით გაეგრძელებინათ CDMA ლიცენზიით სარგებლობა, თუმცა კომპანიამ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სერვისი მათთვის მომგებიანი არ არის ჩვენს შეთავაზებებზე უარი განაცხადა.

მიგვაჩნია, რომ მაგთი ფიქსის სერვისის გაუქმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემატური ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრის პირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებშია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის აბონენტი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე მაგთი ფიქსის მომსახურეობით სარგებლობს არ დარჩეს სატელეფონო კომუნიკაციის გარეშე. ამისთვის, კი ოპერატორს ორი არჩევანი აქვს: პირველი- დათანხმდეს კომისიის შეთავაზებებს, მეორე- მომსახურეობის გაძვირების გარეშე უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს აბონენტები ალტერნატიული საკომუნიკაციო სერვისით.

იმისთვის, რომ არც ერთ ადამიანი არ დაზარალდეს და არ შეეზღუდოს სატელეკომუნიკაციო მომსახურეობის მიღება, ისინი უნდა დაუკავშირდნენ კომპანია მაგთიკომს და მოითხოვონ ალტერნატიული სერვისით უზრუნველყოფა. თავის მხრივ კი კომპანია „მაგთის“, როგორც ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, მოვუწოდებთ მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს, გაითვალისწინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრის პირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში არსებული ვითარება და განიხილოს კომისიის შეთავაზება.”- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები