სამარცხვინოა იმ შეფასებების ნახვა, რომლებიც პირველი ქართველი ქალი მაშველების გამოჩენას მოჰყვა

24
წაკითხვა
IMG.GE

ბათუმის სანაპიროზე მაშველი გოგონების გამოჩენას საზოგადოების ნაწილი იუმორით შეხვდა. აღნიშნულ საკითხზე კომენტარს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი და მიიჩნევს, რომ სამარცხვინო და სამწუხაროა ის შეფასებები, რაც მაშველი გოგონების შესახებ გაკეთდა.

“სამწუხარო და სამარცხვინოა იმ შეფასებების ნახვა, რომლებიც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მოჰყვა პირველი ქართველი ქალი მაშველების გამოჩენას ბათუმის სანაპირო ზოლზე.

 ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული მიდგომების სიმძიმეს და სიახლისადმი არამიმღებლურ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალებს ეხება საქმე.

 მინდა გოგონებს მადლობა გადავუხადო ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში ჩართვისთვის და ვუსურვო წარმატებები! ძალიან მაგრები ხართ!”- აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში