ნინო ჯანგირაშვილმა დაგროვებით საპენსიო სისტემა დატოვა

20
წაკითხვა
IMG.GE

ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი დაგროვებით საპენსიო სისტემას არ ენდობა და ამის გამო მან ეს პროექტი დატოვა.

“დავტოვე დაგროვებითი საპენსიო სისტემა მხიარულად.იქაური ადმინისტრატორი კაცი კმაყოფილია– ამ სამ თვეში იმდენი ნაცნობი ხალხი მოვიდა აქ თავი ტელევიზორში მგონიაო.

დეპუტატები, მსახიობები, ჟურნალისტებიო. ერთი იშტოიანი არ მინახავსო. თანამშრომელმა ქალმა, უი, ქალბატონო ნინო თქვენც არ ენდობით ამ სისტემასო? რიგში მდგომმა კაცმა, თქვენ ხომ თამარა ხართო? რომ ვუთხარი არათქო ძალიან დაიბნა, აბა საიდან მეცნობითო. დავტოვე იდუმალებაში.

ალბათ დიდხანს იფიქრებს, სანამ ჩემსა და ჩერგოლეიშვილს შორის სხვაობას აღმოაჩენს. მოკლედ, ძვირფასო ხელისუფლებავ, რაც გიხადეთ და რაც ისედაც უნდა უნდა გიხადოთ კიდევ მთელი ცხოვრება, გეყოფათ. დაგროვებითი სისტემა არა კვატი.”– ამბობს ჯანგირაშვილი.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში