ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ღირსების შემლახველია… – გოგლა ჟვანია

88
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ყოფილი დეპუტატი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი გოგლა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს:

“ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ღირსების შემლახველია: ჩვენი ხალხის აუტანელი სიღატაკე, ნაგვის ბუნკერებში ჩამძვრალი მოხუცები და მაწანწალა ბავშვები, ოჯახებიდან საზღვარგარეთ საშოვარზე წასული დედები, ფუნქციადაკარგული კაცები და ფაქტიურად დაშლილი ოჯახები, უკონტროლო იმიგრაცია, მოწამლული საჭმელ-სასმელი, ჰაერი და სათამაშოები, ნარკოტიკებში და კაზინოებში გადაყრილი მილიარდები და ამის შედეგად წაქცეულ-დაბეჩავებული ადამიანები, აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან გამოყრილი ადამიანები, უწამლო ავადმყოფები, უგულო ჩინოვნიკები, მოშლილი განათლება და თავის ქვეყანაში პერსპექტივადაკარგული ახალგაზრდობა, ხელისუფლების და ზოგადად პოლიტიკოსთა ფლიდობა და უზნეობა.

სამწუხაროდ ამ სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება, პრობლემებზე როდესაც ვფიქრობ, ნამდვილად არ მახსენდებიან არც გეი პრაიდებისთვის და არც მათ წინააღმდეგ მებრძოლნი, რადგანაც არც საკითხი მიმაჩნია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად, ხოლო მოქმედ პირთაგან არც ერთნი არიან შეწუხებულნი ადამიანთა უფლებებით და არც მეორენი ჩვენი ერის ღირსებით.

ორივე მხარე, ჩვენი ქვეყნის გარეთ მყოფი თავიანთი პატრონების და დამფინანსებლების საამებლად მოქმედებს.”– წერს გოგლა ჟვანია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE