ბოკერიას ახალგაზრდა პარტმუშაკებო, სხვა დროს ზურგიდან ნუ მოგვეპარებით, გვითხარით და ჩვენ დაგეხმარებით

83
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

15 ივნისს, თბილისში, პატრიოტთა ალიანსის ორგანიზებით გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საკრებულოს აივანზე პარტია “ევროპული საქართველო”-ს წარმომადგენლებმა დროშა გადმოფინეს წარწერით “ნატო აქაურობას” რომელიც უცნობმა მამაკაცმა ჩამოხია და გაიქცა.

აღნიშნულ ინციდენტს ეხმიანება ირმა ინაშვილი, რომელიც ამბობს, რომ არ იცის, თუ ვინ ჩამოხია დროშა, თუმცა ფიქრობს, რომ ეს მათი მოფიქრებული სცენარი იყო.

“მხარდამჭერი ხომ არ ჰყავთ (საკუთარი ოჯახის წევრებიც სხვა პარტიებს აძლევენ ხმას) და ამ ტრაგიკულ ფონზე, ბოკერიას პოლიტჯგუფი ყურადღების მიპყრობას იმითი ცდილობს, რომ თბილისის საკრებულოს აივანზე ბოკერიას ორმა ახალგაზრდა პარტმუშაკმა “გმირობა” ჩაიდინა- პლაკატი გადმოკიდა და ეს პლაკატი 2 წამში გაქრა…  წარმოდგენა არა გვაქვს, ვინ გააქრო, რადგან იმ ახალგაზრდას არ ვიცნობთ.

სიმართლე გითხრათ, არც ხალხს მიუქცევია ყურადღება ბოკერიას შემოქმედებითი წვის შედეგად დაბადებული პლაკატისთვის, ვინაიდან აივანს ეკრანი ფარავდა… და არც აქციის ორგანიზატორები გადავრეულვართ, – ეს რა მოხდაო. ბოკერიას ახალგაზრდა პარტმუშაკებო, სხვა დროს ზურგიდან ნუ მოგვეპარებით, თუ პლაკატის გამოფენა დაგჭირდებათ, გვითხარით და დაგეხმარებით გამოფენაში…  მეტი კრეატიულობა, მეტი!  ისე, საინტერესოა, რამდენი საათი დახარჯეთ ამ “გრანდიოზული პროექტის” მოფიქრებაზე?!”– ამბობს ირმა ინაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE