ლევან, მოგმართავ ჩემი ბავშვობის მეგობარს, რომელიც ძალიან მიყვარს – ნინია კაკაბაძის წერილი

200
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და ბიზნესმენი ლევან ვასაძე ბავშვობის მეგობრები აღმოჩნდნენ და როგორც კაკაბაძე ამბობს, ძალიან უყვარს ის, თუმცა მათი შეხედულებები ცალკეულ საკითხებში რადიკალურად განსხვავდება. ნინია კაკაბაძის წერილი კი ეხება ლევან ვასაძის ვიდეომიმართვას, რომელიც მან 15 ივნისს ჩაწერა.

“ძვირფასო ლევან, მოგმართავ ჩემი ბავშვობის მეგობარს, რომელიც ძალიან მიყვარს. ეს ახალი ლევანი ახლოს არც მინახავს, აი რომელსაც ახლა ვიდეოში ვუსმენ. გუშინ ვცდილობდი შენამდე მოსვლას, მაგრამ პოლიციელებმა არ მომიშვეს. შენს უსაფრთხოებას ვიცავთ და არ შეგიშვებთო, ვარწმუნებდი რომ ჩემი მეგობარი ხარ და არ მელის მანდ საფრთხე. 

მე რომ ვიცნობ და მიყვარს, იმ ლევანისგან და მისი მეგობრებისგან ნამდვილად არ მელის. იმ ლევანისგან მხოლოდ სიყვარული, თანადგომა, მეგობრობა მახსოვს მე. 

ვფიქრობ, ამ ერთი კვირის მანძილზე, მაინც შევხვდებით. მეც იქ ვიქნები სადაც ჩემი მგობრები იდგებიან, დავიცავ მათი გამოხატვის თავისუფლებას და ვიქნები მათ მხარეს. როცა წალეკვის და განადგურების ბრძანებას გასცემ, იქ ადგილზე, თორემ აქ უკვე გაეცი, გახსოვდეს რომ იქ შენი წინა ცხოვრების მეგობრები დგანან და მათი განადგურების ბრძანება გაეცი.

არაუშავს, მოხუცებულობაში მემუარებს რომ დაწერ იქ ერთი თავი იქნება: “როგორ “წავლეკე” და გავანადგურე ჩემი მეგობარი, რომელმაც ტაძარში თავის ხელით მიმიყვანა და როგორ მოვკალი ჩემში წარსული!” – წერს ნინია კაკაბაძე.

ამ თემაზე:                                   

ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE