შეუთანხმებელი განცხადებები და პოზიციები “იბერია”-ს ხელმძღვანელობასა და საინფორმაციოს უფროსს შორის

59
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ტელეკომპანია “იბერია”-ს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ხუზმიაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე უარის შესახებ არხის პოზიცია მისთვის არავის უცნობებია, თუმცა ამის მიუხედავად ის მაინც აპირებს ინტერვიუზე მისვლას და იმ კითხვების დასმას, რაც ტელევიზიის მაუწყებლობის შეჩერებას ეხება.

“მოკლედ მინდა დავწერო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, წავიდე ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე. ტელევიზიამ განცხადება რომ გავრცელა ,არ მივდივართო, ჩემთან,როგორც საინფორმაციოს ხელმძღვანელთან, ეს განცხადება არავის შუთანხმებია.

მე კი გახლავართ სწორედ ტვ,,იბერიას,,ნიუსის ხელმძღვანელი,რომლის მთელი გუნდი დღეს უმუშევარი დარჩა და ყოველ დღე,პრესკონფერენციებს და აქციებს ატარებენ თავიანთი უფლებების დასაცავად.

ეს ხალხი ჩემი მიყვანილი იყო იქ,ძალიან ბევრი ადამიანი,თავს პასუხისმგელად ვთვლი მათ წინაშე და მე ვარ ვალდებული,ამ ხალხის სახელითაც დავსვა შეკითხვები პარტია ,,ქართული ოცნების,,თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. არ ვიცი,ვის რა აწყობს და ვის როგორ წარმოუდგენია ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის. მე კი ამ ბრძოლაში ვიყავი თავიდან -ბოლომდე,,როცა წინა ხელისუფლების დროს შემოვარდნენ ,,იბერია”-ში და დახურეს,  ამ ბრძოლაში ვარ ახლაც, როცა მეორედ დაიხურა ტელევიზია, რომელშიც მთელი ცხოვრება მაქვს ჩადებული უკვე ამ ხელისუფლების დროს. ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკაზე. სწორედ ამიტომ,არაფრით გავუშვებ ხელიდან ამ შანსს.”– წერს ვახტანგ ხუზმიაშვილი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE