ასე ატარა მთელი გზა ჩემი ნაგავი – ნამდვილი ამბავი სამარშრუტო ტაქსიდან

17
წაკითხვა
IMG.GE

“ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა, თუმცა გადავწყვიტე ახლა დამეწერა. მე და დედაჩემი სტუმრად ვიყავით ბებიასთან და უკან წამოსვლისას ვუთხარი, ბარემ ნაგავს გავიყოლებ და გადავყრი თქო.  წამოვიღე ნაგავი, ლამაზ პარკში შევფუთე და გზაზე გამოვედით, თუმცა გადაყრა ვერ მოვასწარი, რადგან სამარშრუტო ტაქსი მოვიდა და ავედი ამ ნაგვით. ტრანპორტში ადგილი არ იყო და ფეხზე მოგვიწია დგომა, ამ დროს, როგორც ხდება ხოლმე, მჯდომმა ქალბატონმა შემომთავაზა, მომეცით პარკს დაგიკავებთო, მე მადლობა გადავუხადე და უარი ვუთხარი, რა იცოდა რატომ ვეუბნებოდი უარს,  თუმცა ჩამაჯინდა და გაიმარჯვა, პარკი გამომართვა და მთელი გზა ასე ეჭირა ჩემი ნაგვის პარკი. სირცხვილით ვიწვებოდი, მაგრამ რა უნდა მექნა.” – წერს თამარ ლაღიძე.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში