კობა ხაბაზის მადლობა გიორგი გაბუნიას

3
წაკითხვა
IMG.GE

თავისუფალი ზონის ერთ-ერთი ლიდერი კობა ხაბაზი, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მადლობას უხდის.

“აფუთფუთდნენ და რა აფუთფუთდნენ ეს მართლა მატლები, აკივლდნენ და რა აკივლდნენ ეს მართლა გიენები, აყროლდნენ და რა საშინლად აყროლდნენ ეს მართლა მძორები…

ღამის 12 საათი, პუტინის უკანალის დამცველთა კოჰორტა, ცრუ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, მინისტრები, მერი, დეპუტატები, ჩანერგილები, აქციიდან გაძევებული პროვოკატორები, სულგაყიდული მონები ზედიზედ, ერთმანეთის მიყოლებით განცხადებას განცხადებაზე აკეთებდნენ, ბორგავდნენ, დრტვინავდნენ ეს რა საშინელება მოხდა, ჩვენს მამა-მარჩენალ ივანას ბოსი შეუგინესო.

რა უნიათოები, რის უნიათოები, ესენი უნიათოები საქვეყნო საქმეების კეთებაში არიან, თორემ პუტინის უკანალის დაცვაში ზეაქტიურები არიან.

გავა დრო და ყველა შეაფასებს ამ დღეს, ეს დღე “პუტინის უკანალის დამცველთა” გაერთიანების დღედ შევა ისტორიაში. მადლობა, გიორგი გაბუნიას” – ამბობს კობა ხაბაზი.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები