“რუსთავი2”-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიას გადაყენებას ითხოვს

36
წაკითხვა

“რუსთავი2”-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე, არხის დირექტორის,  ნიკა გვარამიას გადაყენებას ითხოვს. პარტნიორთა კრება დღეს 17:00 საათზე გაიმართება, სადაც ერთ-ერთი საკითხი, სწორედ თანამდებობიდან გვარამიას გადაყენება იქნება.

მოთხოვნას გამოეხმაურა ნიკა გვარამია:

“აგერ მთლად ვის საკუთრებასაც ვიცავ, ის მიპირებს გადაყენებას, თან სარედაქციო პოლიტიკისთვის. პუტინის გინებისთვის გადაყენების წინააღმდეგი დიდად არ ვიქნები, შვილიშვილებს მოვუყვები – იმათ მაინც ხომ ეცოდინებათ, რომ ურჩხულს ვებრძოდი და მათი სამშობლოს მტერს, და არა კეთილს და ქართული ეკონომიკის გადამრჩენს “- წერს ნიკა გვარამია ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში