გიორგი გახარია: გვქონდა სისტემური ძალის, ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტში შეჭრის მცდელობა

80
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

,,როდესაც 22:00 საათზე, აქცია გახდა ძალადობრივი, სადღაც 2,5 საათის შემდეგ, მხოლოდ, დაიწყო პოლიციამ მოქმედება. როგორ ფიქრობთ კანონდამცველი მოქალაქის ვალდებულება რა იყო? აქციაზე დარჩენა? მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქალაქის მერმა რამდენიმეჯერ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დაეტოვებინათ…ეს გაფრთხილება იყო ოთხჯერ – ყველგან იყო, მედიაში… მე გამოვედი რამდენიმეჯერ, პირადად’’– ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა tv პირველის ეთერში, გადაცემა ,,რეაქციაში“ განაცხადა.

გიორგი გახარიამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ჟურნალისტის შეკითხვასაც უპასუხა და ხაზი გაუსვა, რომ რა თქმა უნდა, პარლამენტში შეჭრას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.

,,ქვეყანაში, როგორც ფაქტი გვქონდა სისტემური ძალის, ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტში შეჭრის მცდელობა, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ ამ მცდელობას პარლამენტში ჰქონდა პოლიტიკური მიზანი. გიდასტურებთ.“ – განაცხადა მინისტრმა

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...