“მცირე ნაწილი ხართ, ვინც გახარიას გადადგომას ითხოვთ, ჩვენ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ვითხოვთ, რომ გახარია არ გადადგეს”

4
წაკითხვა
IMG.GE

“თქვენ, ძალიან მცირე ნაწილი ხართ, ვინც გახარიას გადადგომას ითხოვთ, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ვითხოვთ, რომ გახარია არ უნდა გადადგეს არავითარ შემთხვევაში”

ტელეკომპანია პირველის გადაცემა “რეაქციაში” შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ორსაათიანი სატელევიზიო ეთერის შემდეგ ბუტა რობაქიძის დედა – ია მეტრეველი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს.

“ჩემი დიდი პატივისცემა გიორგი გახარიას .

აი, ვინ არის პროფესიონალი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, გაწონასწორებული, სერიოზული და უძლიერესი პიროვნება. ძალიან მაგარი ინტერვიუ ჰქონდა. რაც შეეხება იმ, ნაციონალების შვილებს და აქტივისტებს,რომლებიც დარბიხართ აქეთ იქით და დასდევთ გახარიას, თუმცა ვერაფერს დააკლებთ, მინდა გითხრათ,თქვენ, ძალიან მცირე ნაწილი ხართ, ვინც გახარიას გადადგომას ითხოვთ, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ვითხოვთ, რომ გახარია არ უნდა გადადგეს არავითარ შემთხვევაში. ისე რომ დაწყნარდით და სახლში წადით. არაფერი გამოგივათ” – წერს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები