“ქართული ოცნება” საერთოდ კატასტროფაა, მართლა უნიათოები არიან, არაფრისგან პრობლემებსა და ხანძრებს აჩენენ

2
წაკითხვა
IMG.GE

ლევან ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი


ფაქტია, რომ პარლამენტის შენობაში შესვლის სრულიად უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედების თავიდან ასაცილებლად ხალხის დასისხლიანება, თვალების დათხრა და ახალგაზრდების მთელ ქალაქში დევნა საჭირო არ იყო. ოპოზიციის პროვოკაციის ჩასახშობად უსისხლო მოქმედებებიც საკმარისი იქნებოდა.

ფაქტია, რომ ნათია თურნავას კაპრიზების დასაკმაყოფილებლად, გარემოს მომსპობი და გამანადგურებელი ტრაქტორის დასაცავად საჭირო არ იყო პანკისის ხეობაში განსაკუთრებული რაზმის შეყვანა და სოფლის მოსახლეობის დაწიოკება. ჰესების საკითხზე მსჯელობა ტყვიების სროლის გარეშეც შესაძლებელი იყო.

რამდენიც არ უნდა ისაუბროს მინისტრმა გახარიამ, რამდენი ხანიც არ უნდა გაძლოს თანამდებობაზე, მას უკვე აქვს ნდობის მწვავე დეფიციტი საზოგადოებაში (და არა მხოლოდ დამნაშავე, სისხლზე დაგეშილ “ნაციონალებში”). ნდობა კი მინისტრისთვის ნარინჯისფერ ტყვიებზე გაცილებით უფრო დიდი და მძლავრი იარაღია. ნდობის გარეშე მინისტრი მინისტრი არ არის, მისი წამზომი ჩართულია.

“ქართული ოცნება” საერთოდ კატასტროფაა, მართლა უნიათოები არიან, არაფრისგან პრობლემებსა და ხანძრებს აჩენენ, როდესაც ისედაც თავზე საყრელად გვაქვს სირთულეები”

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები