მგონი გახარიას მართლა ჰგონია, რომ სახელმწიფო გადაარჩინა – ნინო ჯანგირაშვილი

100
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ნინო ჯანგირაშვილი – ტელეწამყვანი


მგონი გახარიას მართლა გონია, რომ სახელმწიფო გადაარჩინა. მთავარი, რაც გუშინ ჩანდა, გაგებაში არ არის ამ ქვეყნის არც უახლესი ისტორიის, არც რეალობის.

თუ შეამჩნიეთ, სულაც შვიდ ნოემბერს და 26 მაისს ვერ არჩევს ერთმანეთისგან და გონია, რომ ინგა გრიგოლია 26 მაისის პერიოდში მუშაობდა იმედში. მაგას გონია რომ 30 წელი სულ პარლამენტის შტურმებით ვიყავით დაკავებულები და სულ სახელმწიფო გადატრიალებებს ვაწყობდით და ამიტომ ვართ ამ დღეში.

თვითონ აზრზე არ არის, ვიღაცამ გააზეპირებინა რაღაც კლიშეები და იმიტომ იყო გუშინ იმ გაზეპირებულის გახსენებაზე კონცენტრირებულს, წამყვანის სახელიც კი ავიწყდებოდა, როგორც მეორეხარისხოვანი ამოცანა.

სანამ ჩვენ სახელმწიფოს ხან ვანგრევდით და ხან ვაშენებდით ეგ აშკარად სადღაც რუსულ ინკუბატორში იყო და აზრზე არ არის აქ რა ხდებოდა. და რა ვუყოთ ახლა ამ არაადეკვატურ ტრაგიკომიკურ პერსონაჟს?

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE