რა საშინელი სიცივეა იციიი გიო? მიყვარხარ – გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლის პოსტი

4
წაკითხვა
IMG.GE

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე, რომელიც გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე იყო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მაინც მატირა …ყველა გვატირა… 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით ,მან მასწავლა სიყვარული ,ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა მტერი არ გყოლოდა ,როგორ უნდა გყვარებოდა ,რომ უსულო საგნებსაც ტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა ,იმიტომ რომ ის შვილისისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა…როგორ არ შეიძლებოდა ჩემს ლექსიკაში ყოფილიყო სიტყვა ,,მეზიზღება,,

30 წელი ჩვენი ზღაპრული, ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან გიცავდა ,ისე რომ ბოროტსაც მაინც კეთილად დაგანახებდა .

ჩემი სიკეთის სხივი,დიდი პატარა ბავშვი არასდროს გაიზარდა და უცებ ,არასდროს ,რომ არ გავბუტულვართ შუა თამაშში მიმატოვა…რატომ ? რა საშინელი სიცივეა იციიი გიო, მიყვარხარ…ჩემი სიკეთის სხივი, რომელმაც ყველაჩვენთაგანი გაათბო! მადლობ თითოეულ თქვენთაგანს ვინც ამ არაჩვეულებრივი ,მზით სავსე ,დიდი პატარა ბავშვის, სიცოცხლის წამის მეასედიც კი მაჩუქეთ ამ ბრძოლაში …მხეცს შეუყვარდა,ბრძოლა მე წავაგე …მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ,არ ინერვიულო რაა, მიყვარხარ” – წერს ნათია ბანძელაძე.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები