საჯარო მოხელეები, რომელთა უადგილო კომენტარები ხელისუფლების იმიჯს ლახავს

81
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის კომენტარს ინგა გრიგოლიასა და გიორგი გახარიას ინტერვიუს შესახებ სოც.ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომლის შემდეგ ონიანმა თქვა, რომ აღნიშნული კომენტარი გრიგოლიას მისამართით არ ყოფილა, თუმცა ცოტა ხანში მისი ფეისბუქ გვერდი გაუქმდა და საერთოდ არ იძებნება.

საკრებულოს თავმჯდომარემ დაწერა, რომ “ინგა გრიგოლია უკონტაქტო გაუპატიურებისთვის ჩივის.

 

 

 

ამ პოსტს ინგა გრიგოლია გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა:


“ქადჟი,  ყველა ხელისუფლების პრობლემა არიან ასეთი სამარცხვინო ჩინოვნიკები და ყველა ხელისუფლებას ღუპავენ ასეთი ქადჟები… რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელობს ეს კაცი.. გრიგოლიას არ ვგულისხმობდიო, ჩაისვარა მერე, არადა, ინტერვიუს დროს წერდა.  ,,ქართულ ოცნებას,, არ უტყდება ნეტა ასეთი ჩინოვნიკები? – დაწერა გრიგოლიამ.

ამ ყველაფრის შემდეგ ონიანის ფეისბუქი სივრციდან გაქრა.

კიდევ ერთი პოსტი, რომელიც ხმაურის მიზეზი გახდა, იყო ქუთაისის საკრებულოს წევრ ნანა კოსტავას კომენტარი. მან 16 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მისი დის ვიდეო გაავრცელა მინაწერით “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“, ეს კომენტარი აღქმული იქნა, როგორც ნიშნის მოგება ვიდეოზე, რომელშიც გარდაცვლილის და თითზე ჩამოცმული პრეზერვატივით პირჯვარს იწერს.

ამ შემთხვევაშიც ნანა კოსტავა ამბობდა, რომ ეს პოსტი არ იყო გარდაცვლილი გოგონას ოჯახის მისამართით, თუმცა საბოლოოდ მან გოგონას დედას პირადად მოუხადა ბოდიში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE