გინდათ მოღალატედ შერაცხეთ, გინდათ პუტინის აგენტად – თქვენ ან მუსიკა არ იცით და ან ჩაიძირეთ თქვენს ეგოცენტრიზმში

3
წაკითხვა
IMG.GE

მუსიკოსი თეონა კონტრიძე მომღერალ სოსო პავლიაშვილის შესახებ წერს:

“გინდათ მოღალატედ შერაცხეთ, გინდათ პუტინის აგენტად, მაგრამ მე , როგორც მუსიკოსი ვიძახი, რომ იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიცია დაწერა ამ კაცმა, სოსო პავლიაშვილმა. სამშობლო იქცა 90 წლების არაოფიციალურ ქართულ ჰიმნად.

ამ სიმღერამ გაგვამხნევა, გვატირა, შეგვკრა და გაგვიღვიძა ნაციონალური თვითშეგნება. კიდევ კარგი ირაკლი ჩარკვიანი  დროზე წაიყვანა უფალმა, თორემ იქნებოდა ახლა თქვენგან  მიგდებული და ცხრაგზის დავიწყებული. ასჯერ გამიგია კოლეგებისაგან, რომ ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მხოლოდ მოღალატეა და სხვა არაფერი ?! გაგარტყით ლოგიკაში, კოლეგებო.

თქვენ ან მუსიკა არ იცით და ან კიდევ ჩაიძირეთ თქვენს ეგოცენტრიზმში …. ქალბატონებო, ბატონებო და განსაკუთრებით ბავშვებო ! მოისმინეთ თავისუფალი საქართველოს არაოფიციალური ჰიმნი. კომპოზიტორი და შემსრულებელი სოსო პავლიაშვილი. ამინ” – წერს თეონა კონტრიძე.


IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები