ვინ როგორ აღიქვა ვასიკო ოდიშვილის პოლიტიკური განცხადება?

19
წაკითხვა
IMG.GE

ტელეწამყვანმა ვასიკო ოდიშვილმა, საკუთარ გადაცემაში პირველი პოლიტიკური განცხადება გააკეთა და საკუთარი პოზიცია გააჟღერა მიმდინარე თუ უკვე გავლილ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

ოდიშვილის ტელეგამოსვლას გამოეხმაურნენ ნიკა გვარამია, გიორგი ბარამიძე და სხა მათი თანამოაზრეები. წარმოგიდგენთ გვარამია-ბარამიძის კომენტარებს.

ნიკა გვარამია “რა საყვარლობაა: ნაცებიც (სავარაუდოდ, ძველი გაგებით, ანუ ევსაქებიც) დაიშალონ და ოცნებაც (პრაქტიკულად, უკვე დაშლილ-სახედაკარგულ-დეგრადირებული) და მერე ბიძინა (რადიაქტიულ ოცნებამოშორებული) ახალ რამეს შექმნის და წინააღმდეგობის გამწევიც აღარ ეყოლება და უკუნითი უკუნისამდე იმეფებს. ძაან საყვარელი ნარატივია. არაა გამორიცხული, ბიძინას ისე მოეწონოს, მალე თვით მან მოგვმართოს იგივე ტექსტით. არც ისაა გამორიცხული, რაც მოვისმინეთ, უკვე თვით მან მოგვმართა და ჩვენს რეაქციას აკვირდება  თან მელია ციხეში და გახარია ბოდიში – ესეც ძაან საყვარელი “რაზრიადკის” შეთავაზებაა, ძაან 

და რა? ისეთი ხალხი ალაიქებს, ჭკუა რომ მოეკითხება, მაგ ლაიქის შემდეგაც კი 

ღმერთო, რათა ხარ ასეთი უსამართლო? ტვ იმედზე ნათქვამის მოწონების კრიტერიუმი რა დაბალ ნიშნულზე განსაზღვრე ასეთზე, რომ ლამისაა, გონიერ ხალხს 2×2=4ზე ორგაზმი დაემართოს?! ‘- დაწერა ნიკა გვარამიამ, რომელსაც კომენტარი დაურთო გიორგი ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძე “ის (ერთი კაცის) გული რატომღაც უფრო ირონიის ნიშნად აღიქვი (შეიძლება მიამიტურად დაჯერება რომ არ მინდა იმიტომ) ვიდრე მაგ აზრის მხარდაჭერად. რავი გამოჩნდება შავი და თეთრი, ვირის აბანოში ვართ ისეც ფაქტიურად” – დაწერა ბარამიძემ.


ამავე თემაზე იხილეთ ვასიკო ოდიშვილის განცხადება:

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები