დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავით გარეჯში ვითარება დაიძაბა

104
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავით გარეჯში ვითარება დაიძაბა. ამის შესახებ ის ფეისბუქში წერს და ფოტოს აქვეყნებს:

“სასწრაფოდ! ვითარება გარეჯში დაიძაბა, მას მერე, რაც რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს კელიებიდან ამოიტანეს ხატები და გადმოსცეს ჩვენ მესაზღვრეებს, გზავნილით რომ უდაბნოს კელიები აღარაა საქართველოს საკუთრება და აწი ჩვენ ქართველებს აღარაფერი გვესაქმება იქ, რეაგირება ხელისუფლების მხრიდან იყო ნულოვანი. 

დღეს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გაყარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კელიების მიმდებარე ტერიტორიიდან.  მათი გზავნილით – “აწი ჩვენ მივხედავთ!”
რაც ახლა ხდება გარეჯში ჩვენი ხელისუფლების ბრალია!!!

არანაირი კომუნიკაცია ხალხთან!!! ვხედავთ მხოლოდ დათმობის პოლიტიკას! არც ახლა მიხედავთ ამ პრობლემას? მე წავედი გარეჯში. ყველამ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცევით! ძალა ერთობაშია! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!” – წერს დავით ქაცარავა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE