შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ სტრასბურგის მოსამართლეებმა ქრთამი აიღეს

187
წაკითხვა
IMG.GE

“რუსთავი2”-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში ქრთამია აღებული საქართველოდან გაგზავნილ ლადო ჭანტურიას მეშვეობით.

“თავიდანვე აღცნიშნავ, რომ “რუსთავი-2” კი არა სი- ენ- ენ-ი და ბი-ბის-იც რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილა მას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია.

რაც შეეხება ევროპის სასამართლოს, იქ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა ცნობილმა შეკვეთებზე მომუშავე მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომელიც იქ შეუშვა ივანიშვილმა, ფაქტობრივად ფულის ჩამომტარებლად.

ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა მარტო, როგორც სჩანს ევროპის სასამართლოსაც ანათებს. რა თქმა უნდა აქ გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ ასევე ევროპის პროპუტუნისტური ქვეყნებიდან წარდგენილი მოსამართლეებიც” – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში