არც ყურებს ჩამოვყრი და არც ხელებს ჩამოვუშვებ – ირინა სარიშვილი

129
წაკითხვა
IMG.GE

“არც ყურებს ჩამოვყრი და არც ხელებს ჩამოვუშვებ! ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლიდან გასვლა ჩვენი შვილების ამ ჭაობში დატოვების ტოლფასია. 
ბევრი რამისთვის გაგვიძლია და გავუძლებთ ამასაც.” – ასე ეხმიანება ირინა სარიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას “რუსთავი2”-ის საქმეზე.

პირადად ჩემთვის ყველაზე მეტად სამწუხარო იმის დანახვაა თუ როგორ შეუძლია ზოგიერთს კოლეგაზე ღლიცინი, დათხრილ თვალებზე და მოტეხილ კიდურებზე ირონიული საუბარი, და ეს ასმაგად სამწუხაროა როცა ამას იმ ადამიანებისგან ვხედავ რომლებსაც განსხვავებული პოზიციის მიუხედავად პატივს ვცემდი.

დღეს ყველაზე მეტად სწორედ იმის გაცნობიერება მიჭირს რამდენი უღირსი ადამიანი მყოლია გვერდით და არ მცნობია არც მე ისინი და არც მათ მე.

ესაა გულსატკენი ჩემთვის და არა დაბრკოლებები ბრძოლის გზაზე, რადგან ეს ბრძოლა ზეპოლიტიკურია და ჩვენი შვილების მომავალს ეხება! 
არ შევშინდეთ და ყველაფერი იქნება კარგად! “– ამბობს ირინა სარიშვილი.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში