გია აბაშიძე: დრომ გვანახა, რომ გახარიას და წულუკიანის სისტემურად გამართული უწყებები არ მისცემს “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი რევანშისტული სურვილები აღსრულების საშუალებას

110
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის “ქართული ოცნების” მინისტრებზე წერს.

“ჩვენ ყველას გვახსოვს თუ როგორ ესხმოდნენ თავს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი სატელიტები იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს. ფაქტობრივად, ომი ჰქონდათ გაჩაღებული, რომელიც წააგეს.

საქმე იმაშია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უფრთხის “ქართული ოცნების” იმ მინისტრებს, რომლებიც არიან პროფესიონალმა და თავის საქმის კარგად უძღვებიან. ასეთი მინისტრები განაპირობებენ მყარი ინსტიტუტების არსებობას და ქვეყნის სწორად განვითარებას, რაც თავისთავად მათ არ უტოვებს არეალს, იმოქმედონ დესტრუქციულად. სწორედ ამის გამო ჰყავდათ მიზანში წარმატებული იუსტიციის მინისტრი წულუკიანი და სწორედ ამის გამო ჰყავთ ახლა სამიზნეში წარმატებული შს მინისტრი გახარია. ხელისუფლების ძლიერ ფიგურებში ისინი ხედავენ პირდაპირ და მკაფიო საფრთხეს.

დრომ გვანახა, რომ განსაკუთრებით, სწორედ ამ ორმა მინისტრმა დაამტკიცა, რომ მათი სისტემურად გამართული უწყებები არ მისცემს “ნაციონალურ მოძრაობას” იმის საშუალებას, რომ საკუთარი რევანშისტული სურვილები აღასრულოს, მათ შორის ძალიან მკაცრი საერთაშორისო არბიტრაჟის პირობებშიც. როგორც ეს დღეს მოხდა სტრასბურგის გადაწყვეტილებით და ასევე, მაშინაც, როდესაც ელჩების განცხადებები მოვისმინეთ საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით.
ნაცმოს აქაური სატელიტი NGO-ების არ გვაინტერესებს, ევროპელ ელჩთან ერთობლივ განცხადებას შეგახსენებთ – “საჭიროა გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარება 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან, ასევე, ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია პოლიციის პასუხი. ომბუდსმენის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენკენ”.
მშვიდობა და განვითარება საქართველოს!

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...