ოდიოზური გვარამიას დაუფარავმა კაპრიზებმა და ისტერიულობამ დიდი დაღი დაასვა “რუსთავი2”-ს – მაია ნიკოლეიშვილი

247
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

მაია ნიკოლეიშვილი


ცოტა დაცხრა ემოციები და ცინიზმის ნაცვლად სერიოზული განსჯის დროც ახლოვდება.

“რუსთავი 2” ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასახვის ეტაპზე ამ ტელევიზიის ჟურნალისტებმა უდიდესი როლი შეასრულეს, უდიდესი მხარდაჭერა მქონდა მათგან ამ ქართული, (ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი), აბსოლუტურად ახალ იდეის რეალიზებაში.

ჟურნალისტები ოპერატიულად და პროფესიონალურად იდგნენ სიმართლის სადარაჯოზე და უბრალო, უცნობი ოჯახების ტკივილი შუქდებოდა ძალიან ობიექტურად. მადლობა ამ რუსთავი2-ს საზოგადოებისათვის გაწეული დიდი სიკეთისათვის.

…მერე ბევრი რამ შეიცვალა, იცვლებოდა სარედაქციო პოლიტიკა. მე დღესაც უდიდეს პატივს ვცემ რუსთავი 2-ის საგამოძიებო მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტებს, ისინი პროფესიონალები არიან!

რუსთავი2-ის ტრაგედია მისი მმართველი რგოლია, მათმა უკიდურესმა პოლიტიზებამ, ტენდენციურობამ, ისტერიულობამ, ერთი კაცის ნება-სურვილზე სიარულმა, პოლიტ.პროპაგანდისტული ფუნქციის შეთავსებამ, ხშირად სიცრუემ, და ბოლოს, ბილწსიტყვაობამ და ელემენტარულმა უზრდელობამ დიდი დარტყმა მიაყენა ამ ტელევიზიას და “ერ-ორი”-ც კი შეერქვა.

სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა იმ პროფესიონალებსაც დაარტყა, რომელთა გვერდით უზრდელი, “მოუშორებელი”, პროვოკატორი პერსონები გამოჩნდნენ რ2-ის მიკროფონებით.

რუსთავი 2 შეიცვალა. ოდიოზური გვარამიას დაუფარავმა კაპრიზებმა და ისტერიულობამ დიდი დაღი დაასვა ტელევიზიას.

მე მხარს ვუჭერ რ2-ში იმ რუსთავი2-ს, რომელიც წარმოადგენს პროფესიონალურ ჟურნალისტებს, რომელიც, თავისუფალ სიტყვას იცავს და აღიარებს, განსხვავებულ აზრს არ ებრძვის, რომელიც თავისუფალია პარტიული პოლიტ. პროპაგანდისაგან.

არასოდეს დავუჭერ მხარს ნიკა გვარამიას, მაგრამ ყოველთვის მხარს დავუჭერ ამ ბრენდს, რუსთავი2-ის იდეას და ჟურნალისტების მცირე, მაგრამ ჯანსაღ, ნეიტრალურ, კრიტიკულ, პროფესიონალურ ნაწილს!”

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE