დაეცით ბრძოლით და თავაწეული, რუსთავი2 დიდი ხანია უკვე იდეაა, რომელიც არ დაინგრევა – გიგი უგულავა

963
წაკითხვა
IMG.GE

გიგი უგულავას პოსტი “რუსთავი2”-ზე


“ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს იცავდით 7 წელი. იმდენი დრო გავიდა დაგვავიწყდა, რომ ის შეიძლება დაცემულიყო. დაეცა მწარედ და ცინიკურად. ალყა პატიმრობაზე რთულია. ციხიდან ოდესღაც გამოხვალ, ალყიდან, ბორხესის კვალად, ალბათ სულდაცემული, მაგრამ დაეცით ბრძოლით და თავაწეული.

ნიკოლსონის მაკმერფის ეს სურათი შენ გეკუთვნის, ნიკა გვარამია, იმიტომ რომ მარცხი დაგავიწყდა ან დაივიწყე, ახლა ეს უკვე ერთი და იგივეა. რუსთავი2 დიდი ხანია უკვე იდეაა, რომელიც არ დაინგრევა და თუნდაც სულ რომ დაიფერფლოს, ფერფლის სახით მოედება ქვეყანას და არ მოგვასვენებს. ასე რომ მეგობრებო – ჭიქა ნახევრად სავსეა და არასდროს იქნება ცარიელი”

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში