ნოდარ მელაძე არის ყველაზე პროფესიონალი ჟურნალისტი, მიგვეხედა და იქნებოდა ჩვენთან – ნინო ჯღარკავა

749
წაკითხვა
IMG.GE

ნინო ჯღარკავა


“ახლა  დავწერ ძალიან არაპოპულარულ სტატუსს, ჩემიანებიც რომ ჩამქოლავენ და მერე სტატუს სტატუს გამოიყენებენ, აქაც რომ შემომივარდებიან და გინებას ატეხენ.

სულ არ მაინტერესებს, არავის ჭკუით და ზეგავლენით არ მიწერია მე სტატუსები და არც მიცხოვრია! ჰოდა ვიტყვი, ნოდარ მელაძე არის ყველაზე პროფესიონალი ჟურნალისტი დღეს საქართველოში, მოგვწონს მისი გადაცემები , არ მოგვწონს, ვერ გვეფერება საჩვენოდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ნიჭი არ ვაღიარო! ისიც, რომ დღეს ნოდარი იმ ბანაკშია ჩვენი ბრალია, ნოდარ მელაძე არც ნაცი ყოფილა არც ქოცი, არც რუსთავი 2 ზე უმუშავია 2012 წლამდე.

ამ მთავრობის დროს იყო ტვ 3-ში,იყო იმედზე, ვერ შეიშვნეს, ვერ დააფასეს და უკაცრავად და ტრაქტორისტად ვერ იმუშავებდა. წავიდა იქ, სადაც მისი ნიჭი დააფასეს და აკეთებს იმ საქმეს, რაც იმათ ჭირდებათ! ბევრ სიმართლეს ამბობს, ბევრს ფუთავს, მაგრამ პროფესიონალურად! ჰოდა, ახლა მლანძღეთ რამდენიც გინდათ,მე ხომ ვიცი, რომ სიმართლეს ვწერ! მიგვეხედა და იქნებოდა ჩვენთან!”

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში