“რუსთავი2”-ის გუნდის მიერ, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

152
წაკითხვა
IMG.GE

“რუსთავი2”-ის გუნდის მიერ, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ არხის დირექტორმა პაატა სალიამ, ქიბარ ხალვაშთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა.

„ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ ის სიტყვები, რაც იქ წერია, რომ შეიძლება მაღალრეიტინგული გადაცემის რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს და ა.შ. რეიტინგის შემცირება ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული და ათასი ინტერპრეტაცია მიეცეს ამას. ეს ის ფორმა არ არის, რაც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი, თუ რაიმე სიმპტომი იქნება იმის, რომ ვიღაც ჩარევას ცდილობს, ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ,  “რუსთავი2”-ის გუნდმა 3 პუნქტიანი გეგმა შესთავაზა არხის ახალ ხელმძღვანელობას, რომლის მიხედვით უნდა შექმნილიყო საზოგადოებრივი საბჭო და ის დაკომპლექტებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

იხილეთ ვრცლად:

“რუსთავი2”-ის გუნდის მორიგი განცხადება

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში