2030-ში მუშაობის დროს, ბიძინა რომ მოვიდოდა, ჩამოუვლიდა ხოლმე ოთახს და თავისი ხელით გაწევდა ფარდებს – არჩილ გამზარდია

1800
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც “ქართული ოცნების” წევრის სახელით ანონიმური წერილი გამოქვეყნდა.

“ქართული ოცნების” ვიღაც “ანონიმშიკმა” დეპუტატმა რომ გაავრცელა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებზე, ერთი საინტერესო დეტალი იყო, ბიძინა ფარდების ჩამოფარებას ითხოვდაო… გამახსენდა რომ თუ სწორად მახსოვს, ბიძინა ივანიშვილს პირიქით, ნათელი ოთახები უფრო უყვარს. 2030-ში მუშაობის დროს, ბიძინა რომ მოვიდოდა, ჩამოუვლიდა ხოლმე ოთახს და თავისი ხელით გაწევდა ფარდებს.

ათას ადამიანს ხვდებოდა და ესაუბრებოდა, მაგრამ სულ ღია ფარდებში. შეიძლება ბოლო წლებში შეეცვალა ბიძინა ივანიშვილს შეხედულებები, მაგრამ ჩემს დროს ასე იყო.

არ მიყვარს ხოლმე, როდესაც ადამიანს იმას აწერენ, რაც არ ახასიათებს, ვინც გინდა იყოს ის.”- ამბობს არჩილ გამზარდია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE