ახლა გადავწყვიტე ანგარიში ჩაგაბაროთ – ნანუკა ჟორჟოლიანი

697
წაკითხვა
IMG.GE

ნანუკა ჟორჟოლიანი


ვფიქრობ, რომ დავაგვიანე მაგრამ ელვის სისწრაფით განვითარებულ მოვლენებს ვდიე ფეხდაფეხ და ახლა გადავწყვიტე ანგარიში ჩაგაბაროთ.

გახსოვთ ალბათ ჩემს მიერ ”შეთავაზებული” წინადადება საგარანტიო კონტრაქტებზე, რომელმაც ობიექტურად და ცოტა ჩასაფრებულთა პოზიციიდანაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ჩემი მიზანი მიღწეულია.

ივანიშვილისგან უარია, ჩემს ნოუთში ჩაიწერა  ჩვენს სასარგებლოდ.

ბიძინა ალბათ ელოდებოდა რომ ავდგებოდით და წავიდოდით, რაზეც უარი ახლა უკვე ჩვენგან არის და  ანგარიშია 2:0.

როგორ გახდა ანგარიში 3:0

გვითხრეს, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდათ არხზე. არ იციან, რომ უფრო მძიმეც ყოფილა და ჩვენ ხელფასი მაინც აგვიღია, მაგრამ ეს სხვა თემაა. ჩვენი პასუხია რომ უფულობის ჩვენ არ გვეშინია და ბიძინას ეგ “ტრიუკი” არ გაუვა. ბრძოლის ველიდან ამ მიზეზით მით უფრო არ წავალთ.

მალე ალბათ ანგარიში იქნება 4:0 იქნება. იმიტომ რომ ბიძინა დიდხანს ამ რეალობას ვერ აიტანს! გარკვეული პერიოდი შეხედავს პროცესებს, რუსთავი 2-ი კი იქნება ისეთი როგორიც არის დღეს და წავა “რუბილნიკის” ძებნა ტელევიზიაში. ან, არხს გაკოტრებისკენ წაიყვანს და ალბათ ტელევიზიის ტერიტორიაზე ვნახავთ საცხოვრებელ კორპუსებს.

მაგრამ მანამდე არის ნერვების ომი და ვინაიდან არცერთი სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის ამ პროცესს ვინ მოიგებს სიმბოლურად 5 მდეც ავა ანგარიში. 

წავედი ახლა ჩემს კუთვნილ შვებულებაში რამდენიმე დღე.  მეც დავისვენებ და თქვენც დაგასვენებთ.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში