გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, ანაკლიის პორტის სახელს ხაზარაძე ფარად იყენებს, მშენებლობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება – დავით ჩიხელიძე

192
წაკითხვა
IMG.GE

თიბისი ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე. როგორც მან Multimedia.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ანაკლიის პორტის სახელს ხაზარაძე ფარად იყენებს და მშენებლობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

“ოპოზიციის წარმომადგენლები და ბრალდებულები ცდილობენ აღნიშნული გადაწყვეტილება თიბისი ბანკს, ანაკლიის პორტს და ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლას დაუკავშირონ. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სამართლებრივი დავა და არანაირი კავშირი პოლიტიკასთან, ბანკთან და ანაკლიის პორტთან არ აქვს.

დავიწყოთ პოლიტიკით, ყველამ კარგად ვიცით, რომ გამოძიება ჯერ კიდევ 2018 წელს დაწყო, ხოლო ხაზარაძემ, პოლიტიკაში შესაძლო მოსვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. რაც შეეხება თიბისი ბანკს, ყველა კარგად ვხედავთ, რომ ბანკის საქმიანობას საფრთე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება, რადგან თიბისი არის ფინანსურად ძლიერი და ჯანსაღი ორგანიზაცია, ბანკის საქმიანობაში ჩარევის მცდელობაც არ ყოფილა და ამას თვითონ ბანკის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, ხოლო ბანკის შეუფერხებელ საქმიანობას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს.

ახლა კი ანაკლიის პორტზე დაკავშირებით, გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, ანაკლიის პორტის სახელს ხაზარაძე ფარად იყენებს/იყენებდა და მის მშენებლობას საფრთე არ ემუქრება. რადგან მას ჩვენი ქვეყნის, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური ცხოვრებისთვის უმნიშნელოვანესი დატვირთვა აქვს.

აქვე უნდა აღინიშნოს მთავრობის პოზიცია და მზაობა, რომ პორტი აშენდეს, რისი მაგალითიც სახელწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მაღალი ტემპი გახლავთ, ასევე 17 ივნისს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა. ზემოთ თქმული ადასტურებს რომ საქმე გვაქვს სამართლებრივ დავასთან და მისი სხვა თემასთან დაკავშირება წმინდა წყლის სპეკულაცია არის.” – ამბობს დავით ჩიხელიძე Multimedia.ge-სთან საუბრისას.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში