ეკა ბესელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილზე ძალიან გაბრაზებულია

273
წაკითხვა
IMG.GE

ეკა ბესელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილზე ძალიან გაბრაზებულია, ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლების” ეთერში, გოგი გვახარიასთან სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა ბესელიას დაუსვა კითხვა, თუ რატომ ერიდებოდა  ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ კრიტიკას, რაზეც მან უპასუხა, რომ ეს არის მისი, როგორც ადვოკატის ეთიკური ნორმა და ის ყოველთვის ერიდება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების საჯაროდ კრიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაბრაზებულია ბიძინა ივანიშვილზე.

ეკა ბესელიას თქმით, პარტიიდან წამოვიდა იმიტომ, რომ მისი და ბიძინა ივანიშვილის აზრები არ დაემთხვა ერთმანეთს და არა მისი და ვანო ზარდიაშვილის, რომელიც ბესელიასთვის არაფერს არ წარმოადგენს.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი იმასაც ამბობს, რომ ის, რაც მას სამართლიანად მიაჩნია, ბიძინა ივანიშვილისთვის უსამართლობაა და პირიქით.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში