თანამშრომლებმა ქიბარ ხალვაში დააშანტაჟეს და უთხრეს, შენ გადაგვიხდი ხელფასს, ჩვენ კი გაგლანძღავთ და მიწასთან გაგასწორებთო

585
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

ლევან გობრონიძე – ბლოგერი


18 ივლისის შემდეგ “რუსთავი2”-ში საყოველთაო ისტერიკა ატყდა. ჯერ ხელმძღვანელობა მოსული არ იყო, რომ უმალვე აღმართეს კარანტინის დროშები და თქვეს, რომ მათ სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრება, თუმცა,  თვით ნიკა გვარამიაც კი მიხვდა, რომ მისი მხრიდან ისტერიკების ატეხვას აზრი არ ჰქონდა და გაეცალა მის მშობლიურ ადგილს, სადაც თურმე დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა იწარმოებოდა.

თუმცა ისმის კითხვა, დამოუკიდებელი ვისგან? მხოლოდ ხელისუფლებისგან? და სრულად დამოკიდებული ნაციონალურ მოძრაობაზე.

არხის აბუნტებულმა თანამშრომლებმა ულტიმატუმების არზა მოამზადეს და ქიბარ ხალვაში ფაქტობრივად დააშანტაჟეს და უთხრეს, შენ გადაგვიხდი ხელფასს, ჩვენ კი გაგლანძღავთ და მიწასთან გაგასწორებთო.

ასეთი საოცრება ჯერ არსად მომხდარა, რომ ხელმძღვანელ პირს მითითებებს აძლევენ  თანამშრომლები და თან თითს უქნევენ, არც კი გაბედო შენიშვის მოცემაც კიო.

ეს ადამიანები, მათი მტრული დამოკიდებულებით აღარ ტოვებენ გზას, რომ ტელევიზიიდან არ გაუშვან, რადგან ასეთ პირობებში წარმოუდგენელია თანამშრომლობა, როდესაც იცი, რომ ისინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ზურგში ჩაგარტყამენ და არ დაგინდობენ.

არსებობს კომპრომისები და კონსენსუსი, რომელიც მხარეთა შეთანხმებას და ცალკეულ საკითხებში დათმობებს გულისხმობს, თუმცა არა –  დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის მანტიას ამოფარებული პარტიული იდეოლოგები ერთხმად ამბობენ, რომ არ აპირებენ პოზიციების დათმობას და რა გამოსავალი რჩება? ქიბარ ხალვაში ტოვებს პოტენციურ მტრებს და ხელფასს უხდის მის ლანძღვა-გინებაში? დამცირებაში და ათასგვარი ბინძური იარლიყის მიკერებაში?  თუ არხიდან უშვებს ყველა იმ ადამიანს, ვისგანაც კარგს არაფერს უნდა მოელოდო.

ლოგიკურია, რომ სამსახურში არ გყავდეს ისეთი თანამშრომელი, ვინც გაცხადებულად გემტერება, გეუბნება, რომ არ გენდობა, გამცირებს და შანტაჟის ენით გესაუბრება, ერთადერთი გამოსავალი კი დამშვიდობება და ახალი სამსახურის ძებნაა, რადგან თუ ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ უგებს, ვერც იდეურად და ვერც მსოფლმხედველობრივად, საერთო მინდორზე ძოვა, უბრალოდ ვერ გამოვა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE