“პატრიოტთა ალიანსი” ნაც.მოძრაობის წინააღმდეგ რეზოლუციას პარლამენტში კიდევ ერთხელ შეიტანს

138
წაკითხვა
IMG.GE

“პატრიოტთა ალიანსი” ნაც.მოძრაობის წინააღმდეგ რეზოლუციას კიდევ ერთხელ შეიტანს პარლამენტში, ამის შესახებ ადა მარშანიამ, ბათუმში, ერას მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი რეზოლუცია, რომელიც ნაც.მოძრაობის გასამართლებისთვის შეიტანეს, პარლამენტის უმრავლესობამ ჩააგდო და მეორედაც შეიტანენ ამ დოკუმენტს, ხოლო თუ კვლავ ჩავარდა, ეს იქნება ხელისუფლების ლუსტრაცია, ამბობს ადა მარშანია.

აქციის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო – არა “ნაციონალურ მოძრაობას” და არა “ქართულ ოცნებას.”

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში