ასე რომ წინ თავისუფლებისკენ!

250
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თაკო ჩარკვიანი – პარტია “კანონი და სამართალი” (დამფუძნებელი)


“ძალა ერთობაშია და არა ”ბოკერია-ჩერგოლეიშვილში”, ძალა ერთობაშია და არა ოლიგარქთან გარიგებაში, ძალა ერთობაშია და არა დაშლა – დაქუცმაცებაში, ერთადერთი ძალა და ბოლო პერიოდის წარმატებული ” პროექტი” გაერთიანებული ოპოზიციაა, რომელმაც 900 ათასამდე ხმა მოიტანა, მხოლოდ გაერთიანებამ მოიტანა ძლიერი ოპოზიცია – ეს ფაქტია! ამიტომაც ჰყავს ერთადერთი ” მტერი”  ამ პოლიტიკურ ჩარჩს და ეს გაერთიანებული ოპოზიციაა, ჰოდა, ვაჭრობს ახლა გამალები.

ხელისუფლებამ, ჯერ ოკუპირებულ ქვეყანაში , ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის დუმის,( იქ მოქმედი კომუნისტური პარტიის წევრი) მაღალჩინოსანი – გავრილოვი ჩაუსვა ხალხს, საკანონმდებლო ორგანოს ” პირველ სავარძელში “, გააგიჟეს “და პროვოკავია მოუწყვეს ხალხს, მერე თვალები დასთხარა საკუთარ ხალხს, მშვილმკვდარი – უმოწყალოდ ჩაცხრილული მაჩალიკაშვილის მამის და ბებიის ხმა, ახლაც ჩამესმის, ახალგაზრდების და არა მხოლოდ მათი ,ამდენი ხნის – დღეების, გულწრფელი წვალება, რუსთაველის გამზირზე ”ოსტატურად” დაშალა პრაქტიკულად, უზურპატორმა ფეოდალმა!

ახლა ხელისუფლება, თავისივე მოწყობილ პროვოკაციაზე პასუხს ხალხს სთხოვს, ამიტომ ვამბობ, რომ ” კანონით და სამართლით” ”ძალა ერთობაშია” და არა ივანიშვილ- ბოკერიაში! ახალი სუნთქვით და გაერთიანებით, მაგარ ქვეყანას ”დავდებთ”, თავისუფალს! უპირველესად აზროვნებით! 

ფაშიზმი ბოკერიასი იქნება თუ ივანიშვილის რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია არ იყოს! თავისუფლება სხვა რამ არის – როცა, ყოფილი ხელისუფლების უშიშროების მდივანი იყავი ( ბოკერია) და პასუხისმგებლობას, მხოლოდ ყოფილ პრეზიდენტს ანიჭებ, და ყველაფერზე მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი თურმე, სულ ცოტა, ის მაინც უნდა გახსოვდეს, რომ სახელმწიფოში, რაც ხდებოდა, ინფორმაციის პრეზიდენტამდე მიმტანი, სწორედ უშიშროების საბჭოს მდივანს გევალებოდა და რაღაც არ მახსენდება პროტესტი რაიმეზე – ბოკერიასი, ( პირიქით- წამქეზებლად კი) თუნდაც 7 ნოემბერს, თავები, რომ დაგვიხეთქეს ოპოზიციას…. ან ძალიან სულელი გგონია ხალხი, ან ძალიან ცუდი სიტყვა ჰქვია მაგ საქციელს, უკუდურესად ცუდი და ხალხმა მოუძებნა სახელი უკვე.

მოკლედ რომ ვთქვა” ძალა ერთობაშია”! უნიჭო ხალხი, თითქოს არ ვართ და უნიჭოდ კი ვტრიალებთ ერთ წრეზე, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო- ეროვნულ გაერთიანებას ვერ მივაღწიეთ და ვერ ვაღწევთ, სწორედ გაიძვერების გამო, რომლებიც ყოველთვის ნებსით თუ უნებლიედ მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს, ან ბინძურ გარიგებებში შედიან მათთან, ვერ ვახერხებთ გაერთიანებას სახელმწიფოდ მოაზროვნე ადამიანებისა ანუ კანონმორჩილებისა, რასაც უდიდესი თავისუფლება მოაქვს და პირიქით, თავისუფლებას მოაქვს კანონის უზენაესობა სახელმწიფოში, რადგან როცა თავისუფალი ხარ, კანონმორჩილი ხარ უთუოდ, რადგან თავად თავისუფალი ადამიანი კანონმორჩილია, ამაშია მისი ხიბლი და სიძლიერე, სხვის ”სივრცეებში შეჭრა ”არ სჭირდება, ასე რომ წინ თავისუფლებისკენ! ძალა მხოლოდ ერთობაშია!”

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE
IMG.GE
loading...