კურიერის ჟურნალისტმა “რუსთავი2” დატოვა

312
წაკითხვა
IMG.GE

კურიერის ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ “რუსთავი2” დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ განუმარტავს და თქვა ის, რომ წასვლის გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ ივნისში მიიღო.

“გავათავისუფლე ჩემი ‘სწენკა’ ნიუსრუმში. 13 წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა.

ვწუხვარ რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან – გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე.

სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა “რუსთავი 2”-ს გამოცდილებისათვის. 
პირველად ცხოვრებაში წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ და სად ვიქნები. ერთი ვიცი – ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ” – ამბობს თეონა ცხომელიძე.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში