არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გადავალთ პენსიის ნებაყოფლობითი დაგროვების პრინციპზე – ოთარ კახიძე

160
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
აირჩიეთ პლატფორმა და გააზიარეთ

“ევროპული საქართველო”-ს ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის შეფასებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მავნებელია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისთვის და მათი პარტიის გამარჯვებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაგროვებითი საპენსიო სისტემა იქნება ნებაყოფლობითი.

“ამასობაში ასეულობით მილიონი ლარი რომ ამოუღეს ჯიბიდან ხალხს და საპენსიო ფონდში წაიღეს იძულებით, ის ფულიც უფასურდება. და ეს პროცესი გრძელდება.

გამოცხადებული ძარცვის ქრონიკაა. 30 წლის მერე დაგიბრუნებთო, გვეუბნებიან ცინიკოსი ქოცი მძარცველები, რომლებიც თვითონ დოლარსა და ევროში აგროვებენ.

“ევროპული საქართველო|” არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გააუქმებს ამ მავნებლობას და გადავალთ ნებაყოფლობითი დაგროვების პრინციპზე – ახალი ზელანდიის მოდელის გათვალისწინებით.” – ამბობს კახიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GEIMG.GE

როგორ შეაფასებთ ამ პოსტს?

5 ვარსკვლავიანი შკალით, რამდენად შეაფასებთ ამ პოსტს?

თქვენ შეაფასეთ, როგორც / 5. სულ შეაფასა:

ეს პოსტი ჯერ არავის შეუფასებია

IMG.GE