2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

632
წაკითხვა
IMG.GE

ვერძი – არავის გაუმხილოთ პირადი განცდები, ახალი იდეები. განსაკუთრებით, მოშურნეებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

კურო – საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ მზრუნველობას ითხოვს. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მის გვერდით. გაანებივრეთ მოფერებით და გემრიელობებით.

ტყუპი – სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. საყვარელ ადამიანთან ერთად ჩამოწრეთ უქმეების იდეები.

კირჩხიბი – სადაც უნდა იყოთ, ყველგან ჰარმონიული გარემო შექმენით. თავადაც მოგეწონებათ კომფორტში ყოფნა. იუმორით შეხედეთ მოვლენებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ლომი – მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, როცა თემა ფინანასური საკითხების და უძრავი ქონების საკითხებს მოგვარებას ეხება. დღეს ნუ გააფორმებთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს.

ქალწული – ყური დაუგდეთ ბრძენი ადამიანების რჩევებს. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. მოიძიეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციები.

სასწორი – იყავით ობიექტური და მაქსიმალურად მოერიდეთ საკამათო თემებს. გახსოვდეთ, რომ მეგობრები ყოველთვის ვერ დაგეხმარებიან.

მორიელი – კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. დასვით კითხვები, რომლებიც გწუხებთ. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციები.

მშვილდოსანი – იყავით მეტად დიპლომატიური. მშვიდად ესაუბრეთ გარშემო მყოფებს. საღამოს გვიანობამდე სამსხაურში ნუ გაჩერდებით. განსაკუთრებით, თუ შინ საყვარელი ადამიანი გელოდებათ.

თხის რქა – იყავით მეტად მობილიზებული, კონცენტრირებული კონკრეტულ საკითხზე. მშვიდად და უცხო ადამიანების ჩარევის გარეშე მოაგვარეთ საოჯახო საკითხები.

მერწყული – თუ საშუალება გაქვთ, რომ შინ დარჩეთ და დაისვნეოთ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სასურველია, დრო მეგობრის ან საყვარელი ადამიანის გვერდით გაატაროთ. სხვა დღისთვის გადადეთ შორ მანძილზე მგზავრობა.

თევზები  – მოიცილეთ ნეგატიური ფიქრები და პოზიტივზე გაამახვილეთ ყურადღება. ნუ გაართულებთ ურთიერთობას მეზობლებთან და ამით ნუ ჩაიშხამებთ დღეს.

IMG.GEIMG.GE

ფეისბუქ კომენტარები

1 კვირის ამინდის პროგნოზი თბილისში